logo
ENG



"ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია" - დღეს აქციებს დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება უერთდებიან

20 სექ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/a6k1hihrh1y1vit.png

პარტიების დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერები აცხადებენ, რომ დღეს დაანონსებულ ყველა აქციას შეუერთდებიან. ელენე ხოშტარიამ ერთობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დააანონსა აქცია.

"პირველი - სულ უნდა გვახსოვდეს, რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, რა ფარცხალაძეც არ უნდა იყოს, რა კობახიძე, ზარქუა, ივანიშვილიც არ უნდა იყოს, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ღირსეული, პროდასავლელი ხალხი ამ ქვეყანაში ვართ უმრავლესობა, ვართ მეტნი, ვართ ბევრნი და გვაქვს ძალა.

მეორე - ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოქმედებას აქვს ყოველთვის აზრი, არ არსებობს მოქმედების შედეგის რამე გარანტია, რომ დღეს გახვალ და დღეს მორჩება ყველაფერი, მაგრამ არსებობს მოქმედების რწმენა, რომელიც აუცილებლად დასრულდება რუსული აგენტურის ხაზის გადასმით ამ ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ დღეს ეს მოქმედება, ვნახეთ მოქმედება ბანკებისგან, სებ-ის თანამშრომლებისგან და ეს არის, დიახ, ნორმალური ქვეყნის შესაფერისი ღირსეული საქციელი.

მესამე - ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და არავინ არ სცადოს, რომ ეს ერთობა აურიოს შერწყმაში. პოლიტიკური, ტექნიკური ტერმინი კი არ არის, ერთად უნდა ვიმოქმედოთ დღეს, შესაბამისად, საერთოდ არ ვაპირებ იმ წვრილმანებში შესვლას, ვინ რომელ საათზე დააანონსა აქცია, ყველა აქციაზე წავალთ", - განაცხადა ხოშტარიამ.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა - ამის გასაპროტესტებლად დღეს, 17:00 საათზე ეროვნულ ბანკთან აქცია გაიმართება.

აქციაა დაგეგმილი 19:00 საათზე პარლამენტთანაც. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, დღევანდელი აქციაზე სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან და მთავარი მოთხოვნა იქნება - "რუსული აგენტურული ქსელისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება".


close დახურვა